ახალგაზრდულ მუშაკთა მობილობა

    ეს აქტივობა მხარს უჭერს ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიონალურ განვითარებას ისეთი მობილობების გზით, როგორიცაა ტრანსნაციონალური/საერთაშორისო სემინარები, სატრენინგო კურსები, კონტაქტების დამყარების ღონისძიებები, სასწავლო ვიზიტები, სტაჟირება და ა.შ. ეს აქტივობები ხორციელდება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში. ახალგაზრდულ მუშაკთა ასეთ პროექტებში ჩართულობა ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების განვითარებას და გაძლიერებას. ამ საგანმანათლებლო პროექტებმა ცხადი პოზიტიური კვალი უნდა დატოვოს მონაწილეთა ყოველდღიურ საქმიანობაში.



    გსურს მეტი ინფორმაციის მიღება?