ახალგაზრდული გაცვლა

    ახალგაზრდული გაცვლები საშუალებას აძლევს ახალგაზრდების ჯგუფებს მინიმუმ ორი სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდნენ და ერთად იცხოვრონ 5-21 დღის განმავლობაში. ახალგაზრდული გაცვლის დროს, მათი ჯგუფის ლიდერების დახმარებით ერთად ახორციელებენ სამუშაო პროგრამას (ვორკშოპები, დებატები, სავარჯიშოები, როლური თამაშები, სიმულაციები, აქტივობები ღია ცის ქვეშ ად ა.შ.), რომელიც თავადვე შეიმუშავეს. ახალგაზრდული გაცვლები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს განივითარონ კომპეტენციები, მეტი ისწავლონ სოციალურ თემებზე, აღმოაჩინონ ახალი კულტურები, ჩვევები და ცხოვრების სტილი ძირითადად თანასწორთა განათლების გზით, განივითარონ ისეთი ღირებულებები როგორიცაა სოლიდარობა, დემოკრატია, მეგობრობა და ა.შ. სასწავლო პროცესი ახალგაზრდული გაცვლების დროს დაფუძნებულია არაფორმალურ განათლებასა და ფორმალურს-გარე სწავლებაზე.

    ახალგაზრდულ გაცვლებზე ყველაფრის ხარჯი დაფარულია პროგრამის მიერ (მგზავრობა, დაბინავება, კვება…).

    გაიგეთ რა არის ახალგაზრდული გაცვლა!

    (ჩაურთეთ ვიდეოს ქართული სუბტიტრები)

    ახალგაზრდული გაცვლები დაფუძნებულია 2 ან მეტი ორგანიზაციის საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

    მაგალითები:

    აქტლაბი - ახალგაზრდული გაცვლა რუსთავში ადამიანის უფლებათა აქტივიზმში ხელოვნების გამოყენებაზე - მეორე ფაზა დაეთმო გრაფიტის.

    არტ გენდერატორი - ახალგაზრდული გაცვლა ქობულეთში გენდერულ გამოხატვასა და კრეატიულობაზე.

    როგორ ჩავერთო?

    გზა 1

    მოიძიეთ ქართული ორგანიზაციები, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ ერასმუს+ ახალგაზრდულ გაცვლებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოტლასის პლატფორმა.

    მიმართეთ მათ, დაელაპარაკეთ, გაცვალეთ იდეები, გამოკითხეთ რა პირობები აქვთ, რა საკითხებზე მუშაობენ, აქვთ თუ არა რაიმე აქტიური პროექტი, ან აპირებენ თუ არა რაიმე პროექტის დაწერას.

    თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შესაბამის ახალგაზრდულ გაცვლაში მოხვდებით.

    გზა 2

    შემოიკრიბეთ თქვენნაირად მოაზროვნე ან ერთსა და იმავე თემაზე დაინტერესებული ახალგაზრდები და დააფუძნეთ ახალგაზრდული ჯგუფი (ან ორგანიზაცია).

    დაარეგისტრირეთ ის ევროკავშირის მონაწილეთა პლატფორმაზე და მიიღეთ PIC ნომერი.

    მოიძიეთ ღია პროექტები, რომლებიც ეძებენ პარტნიორებს და თუ დაინტერესდებით თემატიკით, შესთავაზეთ პარტნიორობა.

    ისევ ოტლასის გამოყენებით მოიძიეთ პროგრამულ ქვეყნებში დაფუძნებული ორგანიზაციები. შესთავაზეთ თქვენი იდეები და თუ დაინტერესდებიან, დაიწყეთ საპროექტო განაცხადზე ერთად მუშაობა. დაიმახსოვრეთ, ახალგაზრდულ გაცვლაში მონაწილეები უნდა ჩაერთონ მანამდე, სანამ პროექტი დაფინანსდება, ანუ საპროექტო განაცხადის მომზადების მომენტშიც.

    როგორ შევქმნათ და განვახორციელოთ ახალგაზრდული გაცვლა? იხილეთ აქ.



    გსურს მეტი ინფორმაციის მიღება?