ეს აქტივობა საშუალებას აძლევს 17-30 წლის ახალგაზრდებს გამოსცადონ საკუთარი თავი ევროკავშირის ქვეყანაში მოხალისედ 1 წლამდე ხანგრძლივობით. ახალგაზრდა მოხალისეებს ჩართულნი არიან რომელიმე ორგანიზაციის ყოველდღიურ სამუშაოში და მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრების ინფორმირება, ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდების პერსონალური და სოციალური განვითარება და განათლება, სამოქალაქო ჩართულობა, სოციალური ზრუნვა, ინკლუზია, გარემო, არაფორმალური განათლების პროგრამები, მედია წიგნიერება, კულტურა და კრეატიულობა და ა.შ.
მოხალისეობრივი აქტივობა შესაძლებელია არსებობდეს მოკლევადიანი (1-2 თვე) ან გრძელვადიანი (2-12 თვე). პროგრამა მთლიანად ფარავს მონაწილის ხარჯებს.
*ჯიბის
საქართველოს მოქალაქეებს მოხალისეობრივი აქტივობების გავლა შეუძლიათ ერასმუს+ პროგრამულ ქვეყნებში (ევროკავშირის ქვეყნები, თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მაკედონია).
სასარგებლო ბმულები:
- ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის გვერდი, სადაც საშუალება გაქვთ, მოიძიოთ ყველა აკრედიტირებული ორგანიზაციაზე ინფორმაცია: გამგზავნი, მიმღები თუ კოორდინატორი ორგანიზაციების შესახებ ევროპის და სხვა პარტნიორ ნებისმიექვეყანაში.გაეცნოთ მათი მუშაობის სფერეოებს და მოიპოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია;
- ფეისბუქის გვერდი, სადაც იდება EVS ვაკანსიები, რომელთაც ქართული ორგანიზაციები იღებენ პარტნიორი ორგანიზაციებისაგან;
- EVS INFO KIT - ინფორმაცია EVS შესახებ, როგორ უნდა გააკეთოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, ყველა სასარგებლო რჩევა და ინტრუქცია;
- EVS აკრედიტაციის პორტალი - როგორ უნდა მიიღოთ აკრედიტაცია რომ შეძლოთ EVS პროგრამაში ჩართვა როგორც ორგანიზაცია;
- EVS აკრედიტაციის მიღების პორტალი