ევროპის სოლიდარობის კორპუსი

    ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალი ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რომელსაც სარგებელი მოაქვს საზოგადეობისა და ზოგადად ევროპისათვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, განივითარონ უნარები, მიიღონ ცოდნა და ახალი გამოცდილება, ასევე აიმაღლონ პროფესიული კომპეტენციები.

    პროგრამა შედგება შემდეგი ტიპის აქტივობებისგან:

    • მოხალისეობა;
    • ტრენინგები და სამუშაოები;
    • სოლიდარობის პროექტები. ამჟამად ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და რუსეთიდან შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ აქტივობებში.

    მოხალისეობა არის სოლიდარობის გამოხატვა არაანაზღაურებადი აქტივობების გზით, რომელიც 12 თვემდე ვადით გრძელდება. ეს აძლევს შესაძლებლობას ახალგაზრდებს წვლილი შეიტანონ სოლიდარობის კორპუსის აქტივობებში ჩართული ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელსაც სარგებელი მოაქვს იმ თემში, სადაც ეს აქტივობები ტარდება. მოხალისეობა ეხმარება მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების დაძლევას და ეხმაურება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, რაც ხელს უწყობს სოლიდარობის, როგორც ღირებულების დამკვიდრებას საზოგადოებაში.

    ინდივიდუალური მოხალისეობა არის სრულ განაკვეთიანი (სულ მცირე 30 და არა უმეტეს 38 საათისა კვირაში) არა ანაზღაურებადი სოლიდარობის აქტივობა სხვა ქვეყანაში 2-იდან 12 თვემდე პერიოდით. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანების შემთხვევაში, მოხალისეობა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირიდან-2 თვემდე პერიოდით.

    ჯგუფური მოხალისეობა არის სოლიდარობის აქტივობები, რომელიც 10-დან 40-მდე მოხალისეს, სულ მცირე 2 სხვადასხვა ქვეყნიდან მაინც, აძლევს შესაძლებლობას, ერთად განახორციელონ მოხალისეობრივი აქტივობა 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდით. მსგავსი სოლიდარობის აქტივობები განსაკუთრებით ღირებულია თუ ის ხელს უწყობს ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ჩართლობას ევროპის სოლიდარობის კორპუსში. ჩართული ახალგაზრდების სულ მცირე მეოთხედი უნდა იყვოს საზღვარგარეთიდან.

    ყველაზე ღირებული სამუშაოს მაგალითები, რომელიც შეიძლება მოკლე პერიოდშიც კი განხორციელდეს, მოიცავს: სტიქიით დაზარალებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენას, გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე ზრუნვა; ლტოლვილთა ბანაკებში საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება და ა.შ.

    მნიშვნელოვანი: მოხალისეებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნიდან და რუსეთიდან, შეუძლიათ მოხალიეობა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში (რომელთაც ეწოდებათ მონაწილე ქვეყნები). მეტი ინფორმაცია ევროპის სოლიდარობის კორპუსში მონაწილეობაზე შეგიძლიათ, იხილოთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის გზამკვლევში.

    ახალგაზრდებისთვის

    ახალგაზრდები, რომლებიც არიან დაინტერესებულები ევროპის სოლიდარობის კორპუსში მონაწილეობით, უნდა დარეგისტრირდნენ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალზე: https://europa.eu/youth/solidarity_en

    ინდივიდებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ პორტალზე 17 წლის ასაკში, მაგრამ მოხალისეობის დაწყება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც გახდებიან 18 წლის. აქტივობის დაწყების პერიოდში მოხალისე არ უნდა იყოს 30 წელზე მეტის.

    ორგანიზაციებისთვის

    ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) და რუსეთიდან, ევროპის სოლიდარობის კორპუსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში უნდა აიღოს “ხარისხის ნიშანი” (Quality Label) როგორც მხარდამჭერმა ან მიმღებმა ორგანიზაციამ.

    ხარისხის ნიშანი (Quality Label) უზრუნველყოფს ევროპის სოლიდარობის კორპუსის ხელმისაწვდომობას და ასევე ზოგადი ხასისხის სტანდარტებს. ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროექტის გრანტს. ხარისხის ნიშნის მიღების პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის განხორციელებულია SALTO აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის მიერ, გარე ექსპერტების მხარდაჭერით. დაინტერესებული ორგანიზაციები პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდნენ მონაწილის პორტალზე (Participant Portal), სადაც ისინი მიიღებენ უნიკალურ 9 ციფრიან PIC (პერსონალური იდენტიფიკაციის კოდი) ნომერს. ამის შემდეგ, ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა, რომლის შეტანაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ონლაინ. ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ მოქმედი ერასმუს+ აკრედიტაცია, აღარ სჭირდებათ ხარისხის ნიშნის აღება. გამგზავნი ორგანიზაციის აკრედიტაცია მიიჩნევა, როგორც ხარისხის ნიშანი მხარდამჭერი ორგანიზაციის როლში; მიმღები ორგანიზაციის აკრედიტაცია მიიჩნევა როგორც ხარისხის ნიშანი მოხალისის მასპინძელი ორგანიზაციის როლში.

    მეტი ინფორმაციისთვის ხარისხის ნიშნის შესახებ ეწვიეთ: www.salto-youth.net/qualitylabel


    სალტო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრი არის SALTO-YOUTH რესურს ცენტრების ქსელის ნაწილი. მისი მიზანია ერასმუს პლიუსისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ხილვადობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება 6 აღმოსავლეთ პარტნირობის ქვეყანაში და რუსეთის ფედერაციაში.

    ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში, SALTO EECA (სალტო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრი) ფოკუსირდება:

    • ხარისხის ნიშნის მინიჭება და მონიტორინგი რეგიონში;
    • ტრენინგებისა და შეფასების ციკლის ჩატარება რეგიონში;
    • ევროპის სოლიდარობის კორპუსში ჩართული ორგანიზაციებისთვის ტრენინრების ჩატარება. ეწვიეთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის ვებგვერდი: https://europa.eu/youth/solidarity_en

    Სრული გზამკვლევი ქართულ ენაზე: https://drive.google.com/file/d/1OQ0M5vh_QxBgm-kWg_YYhQtrAp5Ly7Vj/view?usp=sharing

    Სრული გზამკვლევი ინგლისურ ენაზე: https://drive.google.com/file/d/1IVTRFhbRWq_px7H4r11c9IBet3HZiKOO/view?usp=sharing



    გსურს მეტი ინფორმაციის მიღება?